,,მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს”- ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს.

მისი თქმით, ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება და აღნიშნავს, რომ  ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულეა საკვების მიღება.

„მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგია – ეს მას არ შეუძლია.

ზურაბ ჩხაიძესთან ბევრჯერ მქონია ურთიერთობა და გვისაუბრია გამოსავლის ძებნაზე. მომისმენია კონსულტაცია, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მძიმე მდგომარეობა დაძლეული იყოს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც გუშინ მოვუსმინე. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულეა საკვების მიღება.

ზონდით კვებასთან დაკავშირებით, ეს ვერ მოხდება ბატონებო, პაციენტის ნების წინააღმდეგ, ხელოვნური კვება ვერ მოხდება. ეს არის მისი უფლებების დარღვევა. ჩვენ ვცდილობთ მცირე ულუფებით შეძლოს მიხეილ სააკაშვილმა კვება, რაც მის ისტორიაში ასახულია. ის, რომ კვება არ შეუძლია, არ არის ახალი პრობლემა. ამის შესახებ ექიმებმა იციან. კვალიფიკაციის მიცემა, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე შეგნებულად არ იკვებება, ტყუილია!“, – აღნიშნავს ხერხეულიძე.

მსგავსი თემები