მადლობელი ვიქნებოდი, თუ უკრაინული მხარე გარკვეულ მადლიერებას გამოხატავს – მაკა ბოჭორიშვილი

აღნიშნული კომენტარით ბოჭორიშვილი გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას: „სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიგვიღია პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე“.

ბოჭორიშვილის თქმით, პირველი ამოცანა, რასაც საქართველო ახორციელებს უკრაინის დახმარების მიმართულებით, არ უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული.

მსგავსი თემები