უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ბათუმში აქცია გაიმართა

ბათუმში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, სიმბოლური აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებმა უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

“აქციის მიზანია, ომში გმირულად დაღუპულებს პატივი მივაგოთ. როგორც იცით, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეა, სწორედ ამასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე შევიკრიბეთ. ომში გმირულად დაღუპულ მეომრებს წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ. ამ ომში რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. დიდება უკრაინას”, – განაცხადა აქციის მონაწილე, მზია ქედელიძემ.

მსგავსი თემები