მიხეილ სააკაშვილთან ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომელზეც აქ ვერ დავსვით დიაგნოზი, არ გამოგვდის, საქართველოში რისი გაკეთებაც შეიძლება, ყველაფერი გაკეთდა – გია ხურციძე

ჩვენ რაც გვაშინებს არის ის, რომ აქამდე პაციენტ მიხეილ სააკაშვილის წონის კლება მოდიოდა დუნედ, ახლა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა, რაც ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსოლიუმის წევრმა, გია ხურციძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევად პროცესამდე მიდის.

„წონის კლებას ემატება ნეიროპათიის გაღრმავება, ნერვების დაზიანება, სიცხე. ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომელზეც აქ ვერ დავსვით დიაგნოზი, არ გამოგვდის. საქართველოში რისი გაკეთებაც შეიძლება, ყველაფერი გაკეთდა. ამაზე მეტი ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაკეთდეს. ამასობაში, პაციენტს ორი-სამი თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებამდე“, – განაცხადა გია ხურციძემ.

მსგავსი თემები