,,მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს – შევხვდეთ და განვიხილოთ სამოქმედო გეგმა”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს ჩაინიშნა. ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ  გადამწყვეტია ერთიანი, კონსოლიდირებული მოქმედება.

„მეგობრებო! მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა 9 დეკემბერს, 13:00 საათზე. ამ ეტაპზე ერთიანი და კონსოლიდირებული მოქმედება გადამწყვეტია.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ ჩვენი ერთობითა და თანამშრომლობით როგორც ერთმანეთთან, ისე დაცვის მხარესა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან.

შესაბამისად, გთხოვთ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, პარტიის სამდივნოს წევრებს, შევხვდეთ ხვალ, 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რათა განვიხილოთ უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა და შევაჯეროთ პოზიციები“, – წერს ნიკა მელია.

მსგავსი თემები