,,მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით” – კასიანოვი

,,სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში ქართველი სამხედროების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაეცვათ უკრაინა რუსეთისგან.

„ჩვენ ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსთვის, იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენაზე, სიცოცხლესა თუ სიკვდილზე, სრულიად გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი იყო. ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს ლტოლვილების ევაკუაციაში, სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას 2008 წელს. ასევე, გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაეცვათ უკრაინა ჩვენი ქვეყნების საერთო მტრისგან, რუსეთის ფედერაციისგან“, – განაცხადა კასიანოვმა.

 

 

მსგავსი თემები