,,მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს, რაც არ უნდა ლამაზი ოქროს გალია გაუკეთონ, ის მაინც გალია იქნება”- ჰერმან საბო

,,მიხეილ სააკაშვილს დეპრესია აქვს, რაც არ უნდა ლამაზი ოქროს გალია გაუკეთონ, ის მაინც გალია იქნება მისი ფსიქიკისთვის” – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გამოსწორების, განკურნების ერთადერთი გზა არის, რომ ციხეში აღარ იყოს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობა მას მერე, რაც საქართველოში ჩამოვიდა და დაიჭირეს, სპეკულაციის საგანია. ხან სიმართლე იყო, ხან ნახევრად სიმართლე, ხან ნახევრად ტყუილი მისი ცუდად ყოფნა. მე მჯერა, რომ დღეს ბევრად ცუდად არის ვიდრე თვეების წინ, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას აქვს დეპრესია, მისი ჯანმრთელობის გაუარესების მთავარი მიზეზი არის დეპრესია, ციხეში ჯდომა და რაც არ უნდა ლამაზი ოქროს გალია გაუკეთონ, ის მაინც გალია იქნება მისი ფსიქიკისთვის. მისი ჯანმრთელობის გამოსწორების, განკურნების ერთადერთი გზა არის, რომ ციხეში აღარ იყოს. თუ როგორ არ უნდა იყოს ის ციხეში, ამას დაჭირდება „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთად დაჯდომა და დალაპარაკება, თუ რის დათმობა შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ სანაცვლოდ. იქამდე იქნება უამრავი სპეკულაცია და ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ „მგელი, მგელის“ მსგავსი მესიჯები და როცა მართლა ცუდად იქნება, შეიძლება ხალხმა ეს აღარ დაიჯეროს. სწრაფად არის გადასაყვანი ქვეყნიდან, რადგან ციხეში მისი ყოფნა ხელს უშლის საქართველოში პოლიტიკური პროცესის წარმოებას. მისი ციხეში ყოფნა არ აწყობს „ქართულ ოცნებასაც“, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებს რომ მოუნდეთ საქართველოში არეულობის მოწყობა, ამისთვის საკმარისი იქნება მიხეილ სააკაშვილს რამე ჩუმად დაუშავონ ციხეში, მერე „ქართული ოცნება“ ვერ დაამტკიცებს, რომ ეს მისი ბრალი არ იყო,“- განაცხადა საბომ.

მსგავსი თემები