,,ღარიბაშვილი ცდილობს, რუსეთისთვის “კუდის ქიცინის” პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს”- პაატა მანჯგალაძე

,,ღარიბაშვილი ცდილობს, რომ რუსეთისთვის “კუდის ქიცინის” პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის, ვინც გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტიქართული განცხადებებით, ირაკლი ღარიბაშვილია.

„საქართველოს ნამდვილად სჭირდება მშვიდობა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებით განმტკიცდება. ვინც ამას ეღობება, ვინც გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტიქართული განცხადებებით, ირაკლი ღარიბაშვილია. მან, სამარცხვინო განცხადებით, კიდევ ერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი. ის საუბრობდა, რომ კიევზე შეტევის დროს უკრაინაში ჩასვლა ვერ მოახერხა. მას შემდეგ კიევზე შეტევა არ ყოფილა და თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში. მე ვსვამ კითხვას: ეს მამაცი ღარიბაშვილი რატომ ვერ ახერხებს სოლიდარობა გამოხატოს უკრაინელი ხალხისადმი. როცა საქართველოს სჭირდებოდა აფხაზეთში ომის დროს, შემდეგ 2008 წელს, უკრაინა ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები