,,მე უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვიდრე მამაცი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წლის ადამიანად დაასახელა.

„უკრაინის პრეზიდენტი გახდა დემოკრატიული სამყაროს ფლაგმანი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს 21-ე საუკუნის კურსი. ზელენსკი ასევე განასახიერებს უკრაინელი ხალხის გამბედაობას და გამძლეობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამ მიზეზების გამო აირჩია Financial Times-მა ზელენსკი წლის ადამიანად“, – წერს Financial Times-ი.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ დღეებსა და კიევში დარჩენის გადაწყვეტილების გახსენებისას, ზელენსკიმ Financial Times-ს განუცხადა : „მე უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვიდრე მამაცი, ვერ ვიტან ადამიანების იმედგაცრუებას“.

მსგავსი თემები