,,ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება”- კახა კალაძე

თბილისი მერი კახა კალაძე უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს, უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები