უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდასხმები საგრძნობლად შემცირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ოპერაციების რაოდენობა უკრაინაში საგრძნობლად შემცირდა.

უწყების ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსული თვითმფრინავები უკრაინაში დღეში ათობით ოპერაციას ასრულებდნენ, როცა 300-მდე ოპერაციას ასრულებდნენ.

,,ეს კლება დიდი ალბათობით უკრაინული საჰაერო დაცვის სისტემების განგრძობადი საფრთხის, რუსული თვითმფრინავებისთვის საფრენ დროს შეზღუდვის და ამინდის გაუარესების შედეგია. იმის გამო, რომ რუსეთის სახმელეთო თავდასხმების ტაქტიკა დიდწილად დამოკიდებულია ვიზუალურ იდენტიფიკაციაზე და უმართავ სროლაზე, რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ სახმელეთო ოპერაციებს დაბალი რაოდენობით ზამთარში, ცუდი ამინდის პირობებში”, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები