უკრაინამ რუს სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა

მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები უკრაინის მხრიდან სანქცირებულები არიან. უკრაინამ სანქციები ათ სასულიერო პირს დაუწესა.

როგორც უკრაინული მხარე განმარტავს, აღნიშნული სასულიერო პირები რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ ან გაამართლეს რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ასევე, ისინი პრორუსულ ნარატივებში არიან „ბრალდებულები“.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვის კუთხით ყოვლისმომცველ მუშაობას აგრძელებს და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი თემები