საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს გარკვეული გარანტიები სჭირდება

პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, მსოფლიო უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარკვეული გარანტიები უნდა შესთავაზოს. როგორც ემანუელ მაკრონი განმარტავს, დასავლეთმა კონკრეტული ვარიანტები უნდა მოიფიქროს, რომელსაც პუტინს იმ შემთხვევაში შესთავაზებს, თუ უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

„არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა, რომ არის შიში,  ნატო მის კარს მიაღწევს რაც შესაძლოა რუსეთისთვის საფრთხე აღმოჩნდეს. ეს თემა იქნება მშვიდობის თემების ნაწილი. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რისი გაკეთებისთვისაც ვართ მზად – როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები, წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება“, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.

 

მსგავსი თემები