,,რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აკრძალული აიკრძალება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვაში დროს განაცხადა.
ზელენსკიმ ყველა შესაბამის ორგანოს დაავალა, გაააქტიურონ ზომები, რომლებიც მიმართულია რელიგიურ წრეებში რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის გამოსავლენად და დაწესდეს პერსონალური სანქციები.
„სამწუხაროდ, რუსულმა ტერორმა და ფართომასშტაბიანმა ომმაც კი არ დაარწმუნა ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, რომ აუცილებელია ბორორტების ცდუნების დაძლევა. რას ვიზამთ, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არც ერთ მოღვაწეს არ ჰქონდეს უკრაინელებით მანიპულირებისა და უკრაინის შიგნიდან დასუსტების საშუალება“, – განაცხადა ზელენსკიმ.