რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი რუსეთის მთავრობასა და დუმაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
პესკოვის განცხადებით, გავრცელებული ცნობები „ცრუ ინფორმაციაა“.
„ეს ცრუ ინფორმაციაა. რუსეთის მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება. მსგავსი ამბები ყოველდღიურად იწერება“ – განაცხადა პესკოვმა.