რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩავიდა. „ოფიციალური ვიზიტი“ – ასე ავრცელებს რუსული მედია იფორმაციას. დუმის წარმომადგენელს აეროპორტში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის „თავმჯდომარე“ ლაშა აშუბა დახვდა.
ე.წ. მხარეებმა, სოხუმში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის „სახალხო კრებასა“ და რუსეთის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას შორის თანამშრომლობის შესახებ.“ დუმის წარმომადგენელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიასაც შეხვდა.