„ჩინეთს სამხედრო დახმარება არც უკრაინისთვის გაუწევია და არც რუსეთისთვის“ – ელჩი

ჩინეთის ელჩის განცხადებით, ჩინეთს სამხედრო დახმარება არც რუსეთისთვის გაუწევია და არც უკრაინისთვის.  როგორც დიპლომატმა ჭოუ ციენმამედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა,  ჩინეთი იარაღის ექსპორტში არ ჩაერთვება.

„ჩინეთს სამხედრო დახმარება არც ერთი ქვეყნისთვის გაუწევია. ერთადერთი, უკრაინას გავუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება.  ჩინეთის მხრიდან სამხედრო დახმარების გაწევა კრიტიკულ ზეგავლენას იქონიებს პროცესზე. ზოგი ქვეყანა იარაღის ექსპორტით ცდილობს ზეგავლენის მოხდენას. ჩინეთი არასდროს ერთვება იარაღის ექსპორტში კონფლიქტურ მხარეებთან. ჩინეთი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს. ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ და იმედი გვაქვს, სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. კონფლიქტებსა და ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ. უნდა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების აღსადგენად“ – აცხადებს ელჩი ჭოუ ციენი.

მსგავსი თემები