,,თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა…დაწყნარდით და დამშვიდდით“- ღუდუშაური რომან გოცირიძეს

,,ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა,” – ამ სიტყვებით, უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

პლენარულ სხდომაზე „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ.

„მართლაც გაუგონარი უტიფრობის მომსწრენი ვართ. არაერთხელ მოგვისმენია და დაგვინახავს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ამ რადიკალი ჯგუფისგან უტიფრობა, მაგრამ დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის სრული ანომალია. ამ ადამიანებს, რომ არც სინდისთან, არც ნამუსთან და არც მორალთან არ აქვთ კავშირი, ესეც კარგად არის ცნობილი, მაგრამ ვინ, ვინ და „ნაციონალური მოძრაობა“ გვესაუბრება ჯანდაცვის სისტემაზე, რომლის დროსაც ადამიანები ყიდდნენ სახლებს და დღესაც მოჰყვებათ მაშინდელი ვალები, რომ თავიანთი ჯანმრთელობა გადაერჩინათ…

ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ ჯანდაცვის სამინისტრო და გვერდში დგომა გაქვთ ჩვენი და ჩვენი საზოგადოების. ბატონი რომანი და სხვები „ნაცმოძრაობიდან“ მხარს თუ არ დაგიჭერენ და გაგაკრიტიკებენ ამით უნდა მიხვდეთ, რომ კარგ რამეს აკეთებთ. როდის რა გაუკეთებიათ წამოდგნენ და თქვან, რა გაუკეთებიათ რომელიმეს თავიანთ სფეროში?!. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვდნენ, თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა, წამლებს გადაწვდით და იმას აკრიტიკებთ, რომ თურმე რაღაც ხდება. დაწყნარდით და დამშვიდდით“, – მიმართა ღუდუშაურმა რომან გოცირიძეს.

მსგავსი თემები