,,სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად საკმარისია იმის თქმა, რომ ათი დიაგნოზი აქვს დასმული? ეს საკმარისი არ არის”- მიხეილ სარჯველაძე

,,მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად საკმარისია კი იმის თქმა, რომ ათი დიაგნოზი აქვს დასმული ან მძიმეა მდგომარეობა? ამისთვის ეს საკმარისი არ არის,”– ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ.

„ვიდრე საუბარი იმაზე არ არის, რომ არის დიაგნოზი, რომლის არსებობის შემთხვევაში მკურნალობა შეუძლებელია საქართველოში, ამას არავინ ამბობს, რადგან ეს ასე არ არის. იცით, რომ საქართველოში შეუძლებელია ტოქსიკოლოგიური კვლევა? – რატომ თვლით ამას, ამიხსენით. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩატარებადია. რატომ არის ცუდად, ეს ახსნილია მისივე ექსპერტების მიერ, ვინც ამ კაცის მიმართ პოლიტიკურ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არც ერთ ცივილიზაციაში არ თავისუფლდებიან. თუ თქვენ გინდათ, ამიხსნათ, რადგან პრეზიდენტი იყო და პოლიტიკური მოღვაწე, აქედან გამომდინარე პრივილეგია უნდა ერგოს და დანაშაულზე სასჯელი აიცდინოს, ეს სხვა ამბავია. არ შეიძლება, ადამიანები საკანთან შეუგუებლობის გამო თავისუფლდებოდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს – (mcm.ge)

მსგავსი თემები