,,რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს?” – ნიკო კვარაცხელიას დედა

,,აზრადაც კი არ მომდის, რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება”- ამის შესახებ ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

იზა ომაზე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„აზრადაც კი არ მომდის, რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს?

ხვალ მორიგი აბსურდის თეატრია, ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული სანახავია ადამიანი, რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს, წმინდა მამები ხშირად წერილებში აღწერენ ეშმაკს, რომელიც მათ გამოეცხადათ, და რომელიც ძალიან საზარელია, სწორედ ასეთი ადამიანების დათმენა მიხდება,ასეთ სახეს იღებს ადამიანი სინანულის გარეშე, ასეთები არიან მკვლელები, მკვლელების დედები და მათი უფლებადამცველები, ოჯახები ძალიან დიდი თანხის ფასად ცდილობენ შვილების დახსნას…

მინდა მჯეროდეს რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლენი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას!

რაც შეეხება მკვლელი კავილაძის უნიჭოდ შედგენილ მონოლოგს, რომელიც იფიქრა რომ გულისამაჩუყებელი იქნებოდა, არ გამოდგა წარმატებული. სულგაყიდული ადამიანი ეშმაკის სათამაშოა როგორ მებრალებით“, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები