,,თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე, შესაძლოა, სხვა კონტინენტებზეც კი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  ომი დასრულდება  მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ამის სურვილი რუსეთის ფედერაციას ექნება.

„უკრაინელები რეალისტები არიან და ესმით, რომ ომში არიან რუსეთის ფედერაციასთან და მათ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ამ საომარ მოქმედებებს თან ახლავს ომის დანაშაულებები: წამება, გაუპატიურება, სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს დასრულდება მაშინ, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ ან როცა ამას რუსეთის ფედერაცია მოინდომებს. რუსეთის ფედერაციას კი ამის სურვილი შეიძლება მხოლოდ მაშინ გაუჩნდეს, როცა იგრძნობს, რომ სუსტია, იზოლირებულია და არ ჰყავს პარტნიორები”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები