,,როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული”- მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი  ბოლო სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანეს, რადგან სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი რეკომენდაცია არ გასცა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი პირადად არ უნახავს.

„რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ იყო ის გადაყვანილი საავადმყოფოდან სასამართლოში – როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალმაც გააკეთა განცხადება, რომ მათ არ გაუწიეს რეკომენდაცია მის გადაყვანას სასამართლოში და ჩვენც დავემორჩილეთ ამ რეკომენდაციას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის ბუნებაში. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, იმყოფება იმიტომ, რომ მან უნდა იმკურნალოს და სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და არა საავადმყოფოში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები