„სააკაშვილი ყველა იმ უფლებით სარგებლობს, რაც კანონდმებლობით აქვს მინიჭებული“ – მინისტრის საგანგებო განცხადება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი  ყველა იმ უფლებით სარგებლობს, რაც კანონდმებლობით აქვს მინიჭებული. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის გარშემო დაძაბულობის მუხტის მცდელობებს და ცილისმწამებლურ კამპანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ.  საზოგადოებს უნდა შევახსენოთ, რომ სააკაშვილი საპატიმროში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც კანონმდებლობთ აქვს მინიჭებული. მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანთ ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ამ პერიოდისთვის იყო დაახლოებით 1500. ყველა სახის სამედიცინო საჭიროება, რომელიც სააკაშვილს წარმოეშვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად და ადეკვატურად იყო დაკმაყოფილებული. მე-12 დაწესებულებაში, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, შემდგომ სამხედრო ჰოსპიტალში. შემდეგ ის განთავსებული იყო მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას ჰქონდა დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც იგი საკუთარი გადაწყვეტილებით სრულყოფილად არ იტარებდა. მისი ქცევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების მინიმიზაციის მიზნით, იგი გადაყვანილი იყო მრავალპროფილურ კლინიკაში რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, სადაც იმყოფება დღემდე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები