,,ორბანი ევროკავშირთან საკუთარ თამაშს თამაშობს და ზოგჯერ უკრაინას ამ ურთიერთობის მძევლად იყენებს”-დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირთან საკუთარ თამაშს თამაშობს და ზოგჯერ უკრაინას, ამ ურთიერთობის მძევლად იყენებს.

,,რაც არ უნდა წაიკითხოთ თქვენს ოფიციალურ მედიაში, უკრაინელებს უნგრელების მიმართ არანაირი მტრული განწყობა არ აქვთ. ჩვენ მეგობრები ვიყავით, ვართ და ვიქნებით, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი და უნგრეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მსგავსი თემები