,,ერთ კვირაში ქალაქის ხელისუფლება გამოასწორებს შეცდომებს”- არახამია კლიჩკოს ერთკვირიან ვადას აძლევს

,,ერთ კვირაში ქალაქის ხელისუფლება გამოასწორებს შეცდომებს და ჩვენ მერთან ერთად მივდივართ შემოწმებაზე. ეს იქნება საუკეთესო დასტური იმისა, რომ არცერთი ჩვენგანი არ ეძებს სპეკულაციას,”- ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა.

არახამიამ კიევის მერს ე.წ. უძლეველობის პუნქტების მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთკვირიანი ვადას მისცა.

„კიევი რჩება ჩვენი მტრისთვის პრიორიტეტად. რუსეთი გააგრძელებს დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა მოქალაქეთა ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს. ჩვენი მიზანია, კიევში შევქმნათ სტაბილურობის წერტილები, სადაც მოქალაქეები კრიტიკულ დროს მხარდაჭერას მიიღებენ. ან ამას გააკეთებენ ქალაქის ხელისუფლების წევრები, ან ჩვენ ვიპოვით მათ, ვისთვისაც 3 მილიონი კიეველის ბედი სულერთი არ არის. ჩვენ ორივე ვარიანტი გვაწყობს, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა ამ თემაზე არ იქნება და არც შეიძლება, იყოს“, – განაცხადა დავით არახამიამ.

მსგავსი თემები