ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული  ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადას ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ორი კაცი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები