”საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსაზღვრე სოფლებში, რუსეთის შემდეგი ნაბიჯების ეშინიათ” – Reuters

„მე ვიცი როგორი შეგრძნებაა, იმალებოდე სარდაფში, როცა შენი სოფელი იბომბება. მე ვიცი შიშის ეს საშინელი განცდა“, – ასე იწყება გამოცემა Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.

როგორც Reuters წერს, ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე მცხოვრებ მარი ოთინაშვილზე დაყრდნობით, მას შემდეგ რაც უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთმა ომი დაიწყო, რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ნიშნების გადაადგილება, რომელიც ქართველებს “საზღვრის” გადაკვეთას უკრძალავდა.

„ძალიან შემეშინდა, ტირილს ვერ ვიკავებდი და ორი დღის განმავლობაში მუდმივად ვკანკალებდი, რადგან მეგონა, რომ ომი დაიწყო“, – უთხრა ოთინაშვილმა გამოცემის რეპორტიორებს.

სტატიაში აფხაზეთის კონფლიქტზეც და ამ რეგიონიდან დევნილ ადამიანებზეც არის საუბარი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით დევნილ და ოკუპირებულ რეგიონებთან მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს ამ დრომდე არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი.

სტატიაში საქართველოს მოქალაქის, გენადი ბესტაევის ისტორიასაც ვნახავთ, რომელიც 2019 წელს რუსი ოკუპანტების ორწლიანი უკანონო ტყვეობის შემდეგ, გულის შეტევა განუვითარდა და  გარდაიცვალა.

„ჩემი ძმა არის მსხვერპლი რუსული ოკუპაციის. არ ვიცი რა მოუვიდა მას ან რა გაუკეთეს ციხეში, ის ჯანმრთელი ადამიანი იყო“, – განუცხადა ბესტაევის დამ Reuters-ს.

მსგავსი თემები