ლგბტ პირები ქუჩაში თუ არ გამოდიან, არც „ქართული მარში“ გამოვა

 

 

მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრებმა დღეს დაგეგმილი აქცია გააუქმეს.
​როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მთავართან“ საუბრისას განაცხადა, მიზანი მიღწეულია და საპროტესტო არაფერია, ამიტომ, მარშის წევრები ტაძრებში, საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს შეუერთდებიან.

„მე ვთქვი, რომ თუ ლგბტ-ები ქუჩაში გამოვიდოდნენ და აქციას გამართავდნენ, ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემდით. რადგან მათ აქციის გამართვა გადაიფიქრეს, ჩვენც ვასრულებთ პირობას. ჩვენს ინტერესებში დაპირისპირება არ შედის. მივესალმებით, რომ 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე ისე აღინიშნება, როგორც საჭიროა. ვილოცებთ ტაძრებში და საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს შევუერთდებით“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებმაც გააუქმეს. საპატრიარქო კი კვირეულის ფარგლებში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ  ღონისძიებებს, მთელი დღის განმავლობაში გამართავს.

მსგავსი თემები