ბათუმში მამამ 14 წლის გოგონას მას შემდეგ სცემა, რაც მოზარდმა ოჯახს გაუპატიურების შესახებ უამბო

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, 23 წლის ბიჭმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

მას შემდეგ კი რაც მოზარდმა მომხდარზე ოჯახს უამბო, ის მამამ სცემა. შედეგად, გოგონა მიღებული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, გოგონას მამა ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

მსგავსი თემები