ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა , წინააღმდეგ წავიდა 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა. ევროდეპუტატების განცხადებით, მოსკოვის სამხედრო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე