,,გერმანია თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა”- ბორის ჯონსონი

,,გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო,”– ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ომის საწყის ეტაპზე იტალიის მთავრობა აცხადებდა, რომ ვერ შეძლებდნენ ბრიტანეთის პოზიციის მხარდაჭერას, რადგან  დიდწილად დამოკიდებული არიან რუსულ ნახშირწყალბადებზე.

„ეს იყო დიდი შოკი. ჩვენ ვხედავდით რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდა. პირველ ეტაპზე, გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო, უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო. მე ამას მხარს ვერ დავუჭერდი. ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა, მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ისე, როგორც აკეთებდნენ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი თემები