კახეთში, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ორთვენახევრიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. 27 წლის მარიამ აბაზაძე, ქმარმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრა, ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილს, თავდაპირველად, წნორის კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, კატასტროფის მედიცინის ბრიგადამ ის თბილისში გადაიყვანა.

ცოლის დაჭრისათვის, სამართალდამცავებმა დაჭრილის ქმარი, 27 წლის შმაგი ხუნაშვილი დააკავეს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამჟამად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც ბებიასთან იმყოფებიან.

გამოძიება, მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11′ 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები