ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – დაშავდა 22 ადამიანი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა.

თურქეთის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს დღეს, დილიდან 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. რეგიონში გათიშულია ელექტროენერგია.

მსგავსი თემები