,,კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ომია”- პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები უნდა განიხილებოდეს, როგორც “ომი, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია აწარმოებს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან”.

“ფაქტობრივად, უკრაინული მხარე დიდი ხანია ომშია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც კიდევ ერთი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში” –  განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში “კონტრდაზვერვითი ღონისძიებები” ჩაატარა.

მსგავსი თემები