ზუგდიდის სასამართლომ 17 წლის ბიჭს, რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ბიჭს, რომელსაც 15 წლის ს.მ- ს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ არასრულწლოვანს ორი ჭრილობა მიაყენა. დაკავებული არასრულწლოვანი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამავე თემაზე:  https://mcm.ge/167623/

მსგავსი თემები