,,ერთდროულად მხოლოდ ორის ან მაქსიმუმ სამი მეტროსადგურის გაჩერება მოგვიწევს”- ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით,მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი 3-4 წელი გაგრძელდება და მერიას ეტაპობრივად ორი ან სამი მეტროსადგურის გაჩერება მოუწევს

მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად დედაქალაქის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციის 55 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელია 10 მეტროსადგურის ერთობლივად გაჩერება და ერთდროულად მხოლოდ ორის ან მაქსიმუმ სამი მეტროსადგურის გაჩერება მოგვიწევს, რეაბილიტაცია რამდენიმე წელი ნამდვილად გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ პროექტირების შემდეგ, ერთი მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეიძლება ერთ წლამდე ვადა დასჭირდეს და იმის გათვალისწინებით, თუ ერთდროულად შევძლებთ ორი ან სამი პროექტის განხორციელებას, ეს არის დაახლოებით, 3-4 წლიანი პროექტი, მას შემდეგ რაც დაიდება სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძე.

მსგავსი თემები