ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა.  შემთხვევა სოფელ სარუსოსთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი დაშავდა.ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები