ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პიკს აღწევს – დაიხურა პარკები და მუზეუმები

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პიკს აღწევს. გასული დღის განმავლობაში, ინფიცირების 28 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილში ინფიცირების დღიურ პიკს მიუახლოვდა.

დედაქალაქ პეკინში ინფიცირების რეკორდული, 1 438 შემთხვევა დაფიქსირდა.  დაფიქსირდა კოვიდ 19-ით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევაც.

შემთხვევების მატების ფონზე, პეკინში შესვლის წესები გამკაცრდა. სხვა ქვეყნებიდან ჩასულებმა საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლების მოპოვებამდე სამი დღის განმავლობაში კოვიდ ტესტი უნდა ჩაიტარონ. ამასთან, დაიხურა პარკები და მუზეუმები.

მსგავსი თემები