,,მარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება” – ჰანს კლუგე

,,დღეს 10 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის მეოთხედი – ელექტროენერგიის გარეშეა. სიცივემ შეიძლება მოკლას. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაიკლებს”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით,  ენერგეტიკული კრიზისი, ჰუმანიტარულ საჭიროებებზე შეზღუდვა, ვირუსული ინფექციები ამ ზამთარ უკრაინის ჯანდაცვის სისტემისა და ხალხისთვის დიდი გამოცდა იქნება.

,,მარტივად რომ ვთქვათ, ეს ზამთარი გადარჩენაზე იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 9 თვის განმავლობაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 703 თავდასხმა აღრიცა სამედიცინო ობიექტებზე. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების დარღვევა.

ჯანდაცვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განგრძობადი თავდასხმები ნიშნავს, რომ ასობით საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება სრულად აღარ ფუნქციონირებს – აკლია საწვავი, წყალი და ელექტროენერგია ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სამშობიაროებს ესაჭიროებათ ინკუბატორები; სისხლის ბანკებს სჭირდებათ მაცივრები; ინტენსიური თერაპიის საწოლებს ესაჭიროებათ ვენტილატორები; და ყველაფერს ენერგია სჭირდება,”- განაცხადა ჰანს კლუგემ.

მსგავსი თემები