სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კონფლიქტის ზღვარზეა – ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კონფლიქტის ზღვარზეა. ვუჩიჩი კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ახლახან მივიღეთ ბოლო სადაზვერვო მონაცემები. სიტუაცია ძალიან რთულია, ის ფაქტობრივად კონფლიქტის ზღვარზეა. მე ვიცი, რომ კოსოვოდან სერბების წარმომადგენლები მეტყვიან, რომ ისინი დაიღალნენ და რომ ამას აღარ შეეგუებიან, ან რომ მათ არ ადარდებთ და რომ შეიძლება, ყველა მოკვდნენ; თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია და უნდა დააფასონ ჩვენი თხოვნა“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები მანქანების სანომრე ნიშნების აკრძალვის საკითხზე უშედეგოდ დასრულდა.

მსგავსი თემები