„მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველსა და ატომურ სადგურებზე არსებული სიტუაციის შესახებ”- ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.  ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონს ლიდერს ბრძოლის ველზე და უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე არსებული სიტუაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მივაწოდე მას ინფორმაცია ბრძოლის ველზე და უკრაინის ატომურ სადგურებზე არსებული სიტუაციის შესახებ. მივუთითე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციაზე. ასევე, განხილულ იქნა თანამშრომლობა უკრაინის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად“, – წერს ზელენსკი ”ფეისბუქზ”

ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში მოლდოვის მხარდასაჭერ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

„უკრაინის ყოველ სამხედრო გამარჯვებაზე, ხარკოვის ოლქის დაბრუნებაზე, ხერსონის დაბრუნებაზე, რუსეთი რეაგირებს უკრაინის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურაზე ახალი იერიშებით“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები