,,უკრაინის მოქალაქეები დღეს დამოუკიდებლობის მაიდანზე შეიკრიბებიან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინის მოქალაქეები, ღირსებისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავად, დღეს „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველამ დაინახა, რა შეუძლიათ უკრაინელებს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსებისა და თავისუფლების დღეს. დღე, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება დღესასწაულია. ეს სიტყვები ზუსტად ერთი წლის წინ ამავე ადგილას ვთქვი. რა შეიცვალა მას შემდეგ? ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში, მაგრამ რაღაც უცვლელი რჩება. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვინ არიან უკრაინელები და რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ორი ღირებულება, რომელიც ერთმანეთზე ისეა გადახლართული, როგორც მდინარე დნიპროს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, როგორც ლურჯი და ყვითელი ფერები – ეს არის ღირსება და თავისუფლება. ყველამ ერთად დავამტკიცეთ და ვამტკიცებთ, რომ ღირსება და თავისუფლება ჩვენთვის დღესასწაულია. ეს უცვლელი დარჩა. ყველამ დაინახა, რა შეუძლიათ უკრაინელებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები