იუსტიციის სამინისტრო სამხარაულის ექსპერტიზას მიმართავს, სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარონ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისა და გარემოცვის მეირ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის მოწამვლას ეხება, მინისტრი რატი ბრეგაძე განცხადებას აკეთებს. როგორც მინისტრი აცხადებს, ხვალვე მიმართავენ სამხარეულის ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. საზოგადოებას რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი, ამავდროულად, სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს, რომ გაკეთდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – აცხადებს რატი ბრეგაძემ.

„ხვალვე უნდა იყოს გაყვანილი… შეიძლება სამუდამოდ ინვალიდი დარჩეს“ – სააკაშვილის მამა

მსგავსი თემები