Washington Post – ირანი რუსეთს დრონების წარმოებაში დაეხმარება

რუსეთმა ირანთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე, ასობით უპილოტო თვითმფრინავის წარმოებას დაიწყებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს.

Washington Post წერს, რომ მოსკოვისა და თეირანის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმება ამ თვის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე დაასრულეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამერიკული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები