,,მხარს ვუჭერ, რომ თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ, პრეზიდენტმა შეიწყალოს”- გიორგი ვაშაძე

,,მე მხარს ვუჭერ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, ის პრეზიდენტმა შეიწყალოს – თუ “არა და არასდროს” და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის ” -განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.
როგორც ის განმარტავს, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
“ჩვენ რა ქვეყანას ვაშენებთ? ქვეყანას, სადაც გვინდა, რომ ერთმანეთი გავანადგუროთ, თუ სადაც გვინდა, რომ ნორმალურ, ცივილურ სტანდარტებზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ?! ეს არჩევანია. მე მხარს ვუჭერ, რომ თუ საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, შეიწყალოს პრეზიდენტმა. ბევრი მექანიზმია და რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული, თუ რეალურად გვინდა წინ წავიდეთ?! თუ “არა და არასდროს” და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე პრეზიდენტი, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის. მე ვინ მომწონს და ვინ არა, ეს კი არაა, არამედ რა სჭირდება სახელმწიფოს! ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გზით იქნება ეს, თუ შეწყალების გზით, ან როგორი გზაც არ უნდა იყოს” -აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები