,,საქართველო, რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ნატო-ს წევრი”- ატილა ლასზლო

,,ჩემი და ჩემი კოლეგების პოზიცია უცვლელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას” – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუმინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ატილა ლასზლომ მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ.

„ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და იამზე, თუ რამდენად დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონს მსოფლიოსთვის. ამავდროულად, ვისაუბრეთ რუმინეთის მაგალითზე და ჩვენს გამოცდილებაზე. რუმინეთმა საკმაოდ დიდი გზა გაიარა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე. ეს არ არის იოლი გზა. მაგრამ დღევანდელმა კონფლიქტმა დაგვანახა, რომ ეს აუცილებელია. ამიტომ ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველო, რაც შეიძლება მალე გახდეს ნატო-ს წევრი“,-  აღნიშნა ატილა ლასზლომ.

მსგავსი თემები