„მსოფლიოს არ სურს უკან დაბრუნება“ – აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი მთელი ასწლეულისთვის იქნება გადამწყვეტი. როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს, გლობალური უსაფრთხოების კურსი სწორედ უკრაინის პროცესზე იქნება დამოკიდებული.

„აშშ-ის ხელმძღვანელობამ ხელი შეუწყო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას. მსოფლიოს არ სურს უკან დაბრუნება, არ სურს გაგრძელდეს აჯანყების, ქაოსისა და ომის ახალი, საშინელ ეპოქა. რუსეთის შეჭრა კი გვთავაზობს ტირანიას,  არეულობას  რომელშიც არც ერთ ჩვენგანს სურს ცხოვრება. პუტინს მეგობარი ავტოკრატები უყურებენ და შეუძლიათ დაასკვნან, რომ ბირთვული იარაღის მოპოვება მათ ნადირობის ლიცენზიას მისცემს, რამაც,  შესაძლოა, ბირთვული იარაღის გავრცელების სახიფათო სპირალი გამოიწვიოს“, – განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ნატო თავდაცვითი ალიანსია და ის რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ ისწრაფვის. უკრაინის მხარდაჭერა კი უწყვეტად გაგრძელდება.

 

მსგავსი თემები