ორსული თავადაც ბავშვია, 12 წლის. თავადაც მოუმწიფებელია და ნაყოფიც, რომელიც დღე-დღეზე უნდა გააჩინოს. მე-7 კლასელი გოგონა 16 წლის მოზარდისგან დაორსულდა. შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. ახლა, მთავარი თავის ტკივილი ის არის, როგორ ამშობიარონ მშობიარობისთვის მოუმწიფებელი ბავშვი.
როგორც ექიმები აცხადებენ, ფიზიოლოგიური მშობიარობა ამ ასაკის ორგანიზმისთვის სარისკოა. არადა, მშობიარობას დღე-დღეზე ელოდებიან.
როგორც ბავშვის დედა აცხადებს, შემთხვევის შესახებ მან ბიჭის მშობლებისგან გაიგო, რომლებიც მასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ ბავშვებს გვერდში უნდა დადგომოდნენ. როგორც გოგონას დედა ამბობს, მას შემდეგ, ბიჭის მხარე არც გამოჩენილა.
დედის თქმით, მას არც საკეისრო კვეთისთვის გააჩნია თანხა და არც შვილის და საკუთარი შვილის რჩენისთვის. რაც შეეხება თავად ორსულ ბავშვს, როგორ დედა ამბობს, გახარებულია და ელოდება პატარას დაბარებას.