„მდიდარმა ენჯეოებმა სახალხო დამცველობის 3 კანდიდატი კლანური პრინციპით შეარჩიეს“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკურად მიუკერძოებლობა იქნება. მისივე შეფასებით, სამი კანდიდატი, რომელიც არასამთავრობოებმა დაასახელეს, კლანური პრინციპითაა შერჩეული.

„კრიტერიუმი არის ის, რომ შესაბამისი ორგანოების წევრებმა, თუ თანამდებობების პირებმა, საკუთარი ფუნქციები უნდა შეასრულონ პოლიტიკურად მიუკერძოებლად. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იქნება. მდიდარმა „ენჯეოებმა“ კლანური პრინციპით შეარჩიეს სამი კანდიდატი.  იმ სამიდან, ერთ-ერთმა (ნაზი ჯანეზაშვილი) გასაუბრებაზე მოსვლაც კი ვერ გაბედა იმდენად არაკომპეტენტურია“ – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები