,,დაუწესდეს სანქციები ივანიშვილს, გათავისუფლდნენ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ” – „ევროპის სახალხო პარტია“

ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური დევნის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც 4 რეკომენდაციას მოიცავს.

რეზოლუციაში გააკრიტიკებულია სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშილი კი მოხსენიებულია “პუტინის პირადა პატიმრად.”

,,ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაემორჩილოს ქართველი ხალხის ნებას, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმითა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სულისკვეთების შესაბამისი საჭირო რეფორმების გატარებით, ქართველი ხალხის სარგებლისა და მათი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, ცხადად გაემიჯნონ და დაგმონ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების წახალისებული სიძულვილის შემცველი რიტორიკა და ცრუ სიახლეები, რომლებიც მათ ბრალად სდებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვაჭრობასა და საქართველოში, რუსეთის წინააღმდეგ, მეორე ფრონტის გახსნაში;

საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაასრულოს პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის პოლიტიკური დევნა – უზრუნველყოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და სხვა ქვეყანაში შესაფერისი სამედიცინო მკურნალობისთვის ჰუმანიტარული გადაყვანა და მთავარი არხის მთავარი დირექტორის, ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება;

მოუწოდებს ევროკავშირსა და დემოკრატ პარტნიორებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში მისი როლისთვისა და საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისთვის” – ვკითხულობთ რეზოლუციაში.

მსგავსი თემები